„თუ კრიტიკა რეალურად გინდათ, მომეცით სივრცე“ – არჩილ გამზარდია „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობას

post

არჩილ გამზარდია „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობას საავტორო გადაცემის წაყვანას სთავაზობს, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი ჩარევისგან.

„რუსთავი 2-ის“ ახალ ხელმძღვანელობას ვთავაზობ ჩემს თავს საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად ისეთივე თავისუფლების პირობებში, როგორიც „იბერიაზე“ მქონდა. სხვათა შორის, არც თუ ურიგო გადაცემას “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” ვაკეთებდი, ჰოდა, რატომაც არა.

ხომ ამბობს” რუსთავი 2-ის” ახალი ადმინისტრაცია, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედია პროდუქტი გვინდაო, ჰოდა, აგერ ბატონო მშვენიერი ინდიკატორი, თუ კრიტიკა რეალურად გინდათ, მომეცით სივრცე, მხოლოდ სრული თავისუფლების პირობებში, როგორიც „იბერიაში“ მქონდა.

ცხადია, ვეჭვობ, ვინმეს ეს შეთავაზება აინტერესებდეს, გასაგები მიზეზების გამო “ხელისუფლება არ დაუშვებს ამას), თუმცა თუნდაც რიტუალური თვალსაზრისით ასე ღიად გამოვთქვამ შეთავაზებას.” – ამბობს არჩილ გამზარდია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„ხელისუფლებას და მის „შეფს“ ერთადერთი მიზანი აქვს“ - სალომე ასათიანის კრიტიკა ხელისუფლებას

„მოქმედ ხელისუფლებას და მის „შეფს“ ერთადერთი მიზანი აქვს – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. პროპაგანდით, დაჭერებით, დევნით, დაშინებით, ტყუილებით. მისი ორბიტა იმდენად ტოქსიკურია, რომ მოჩვენებითად მეტნაკლები “ფიგურაც” აღარავინ დარჩათ თავიანთ რიგებში. ნუ ბატონი გახარიას გარდა – რომლის გაპრემიერება იქნება მოქალაქეების პირდაპირი დაცინვა და ყველა იმ ადამიანის ფეხქვეშ გათელვა, რომელიც მისი უწყების […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი