„ხელისუფლებას და მის „შეფს“ ერთადერთი მიზანი აქვს“ – სალომე ასათიანის კრიტიკა ხელისუფლებას

post

„მოქმედ ხელისუფლებას და მის „შეფს“ ერთადერთი მიზანი აქვს – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. პროპაგანდით, დაჭერებით, დევნით, დაშინებით, ტყუილებით.

მისი ორბიტა იმდენად ტოქსიკურია, რომ მოჩვენებითად მეტნაკლები “ფიგურაც” აღარავინ დარჩათ თავიანთ რიგებში. ნუ ბატონი გახარიას გარდა – რომლის გაპრემიერება იქნება მოქალაქეების პირდაპირი დაცინვა და ყველა იმ ადამიანის ფეხქვეშ გათელვა, რომელიც მისი უწყების ძალადობას ემსხვერპლა სხვადასხვა დროს და ვითარებაში.

უკვე სრულიად გაბანკროტებული ძალა მზარდი ავტორიტარიზმის გზას დაადგა, მისთვის სპეციფიკურ, თეთრი ძაფით ფეთხუმურად შეკერილ და ძაან აშკარა სტილში. თან, ეს ოხერი, ეს კინოც ნანახი გვაქვს და ძალიან მოსაწყენია თავიდან ყურება. არადა მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს. თანაც უწყვეტად“.

სალომე ასათიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ვანო ჯავახიშვილმა რუსთავი 2 დატოვა

„რუსთავი2“-ის პოპულარული გადაცემის „ვანოს შოუს“ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს: „ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე. პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია“- წერს ვანო ჯავახიშვილი. Post Views: 503

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი