„ბიძინა ივანიშვილის არხს წარმატებებს ვერ ვუსურვებ“

post

ვინ სად აპირებს დაბრუნებას, რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან, – ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ახალი საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც ტელეკომპანიიდან წავიდნენ, ისევ დაბრუნება სურთ.

გვრამიამ აღნიშნა, რომ ის „მთავარ არხზე“ იტოვებს მათ, ვინც „მისთვის საინტერესოა“.

„ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“- ზე დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშნვნის საკითხზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ირაკლი იმნაიშვილს იცნობს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს, რადგან ეს არაკორექტული იქნება.

„წარმატებას ვუსურვებთქო ვერ ვიტყვი, რადგან ბიძინა ივანიშვილის არხს წარმატებებს ვერ ვუსურვებ“, – აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, მისი თქმით, დღეს დილიდან კონტრაქტების დადებაზე მუშაობს.

„კონტრაქტს ვუდებ იმათ, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ყველას არა, რა თქმა უნდა. ვიღაცა სხვაგან მიდის, სხვა ტელევიზიაში, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ამ ტელევიზიაში იქნება“, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„წლების განმავლობაში ვაკვირდები ერთ რამეს“ - გოჩა მირცხულავა არჩილ გამზარდიას ეხმაურება

Archil Gamzardia-მ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიით საკუთარი საავტორო გადაცემა შესთავაზა რ2-ს. საკმაოდ გაბედული და გააზრებული შეთავაზებაა. მაგრამ წლების განმავლობაში ვაკვირდები ერთ რამეს – სატელევიზიო სივრცეში ჟურნალისტური სოლიდარობა სხვა რამეა ანუ არჩილ, უყურე რა ხდება… სოლიდარობა ისაა, შოუში რომ მიგიწვევენ და თემას “განავრცობენ” – ნახეთ როგორ მოექცა დამქირავებელი ან ხელისუფლება ჟურნალისტსო. იშვიათად […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი