ნიკა გვარამიას ბოლო შანსი “რუსთავი2”-ზე დარჩენილებს

post

“მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.

ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვერ გავყიდო (რ2 ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც რ2-ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მითუმეტეს.

ვიწყებთ სექტემბერში. კურიერს როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ.

ნუ შინდებით და ნუ ყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ. იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია.

დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ, წარმატებას ვერ გისურვებთ – ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„უცხო და განსხვავებული, რაც მანამდე არ ყოფილა“ - როგორი იქნება „მთავარი არხი“

„ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება“ – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟლიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა. ჟორჟოლიანის თქმით, ახალი არხის მაყურებელს უამრავი საინტერესო გადაცემა ელის წინ. „ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება, ძალიან საინტერესო პროგრამირება იქნება, უცხო და განსხვავებული, რაც მანამდე არ ყოფილა. ყვითელ გადაცემებზე […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი