ბედის გადალოცვა – ფრთხილად იყავით

post

ბუნებაში და, მით უმეტეს, ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა დიდი ხნით ადრე ასტრალში მზადდება და განსაზღვრულ დროს ხორციელდება. სწორედ, ამას უწოდებენ ბედისწერას.

ცნობისმოყვარეობა ადამიანური თვისებაა. ყველას აინტერესებს, რას უქადის ცხოვრება მომავალში, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ფულიანი თუ უფულო და ასე შემდეგ. ხშირად გსმენიათ, ალბათ, რომ ადამიანის ბედი წინასწარ სადღაც იწერება და, რაც არ უნდა მოინდომოს, საკუთარ ბედისწერას ვერავინ შეცვლის, მოსახდენი აუცილებლად მოხდება და შუბლზე დაწერილ ბედისწერას კაცი ვერ ასცდებაო. ხოლო რაც შეეხება ბედის შეცვლას, მისი შეცვლა არა, მაგრამ კორექცია შესაძლებელია. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები და ეს ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება. თუმცა, ასეთი კორექტივის შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით.

ჩვენი ქმედებები, აზრები და სიტყვები, სამყაროში არსებულ ჩვენსავე, ეგრეთ წოდებულ, „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. არ არის გამორიცხული, რომ კოსმოსში გასული აზრი, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას წინ ვერავინ აღუდგება. ამიტომ, თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამ დროს ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითია, როცა ადამიანს არ უმართლებდა, უიღბლოს იმიჯი ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, ხელი არ ჩაიქნია და იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია. ასე რომ, თუ ბედი კონკრეტულ საქმიანობაში არ გაქვთ, ესე იგი, ძალები სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ. თუ პოლიტიკაში ან ვაჭრობაში არ გიმართლებთ, მაშინ კურსი შეიცვალეთ. ეს ბუნებრივია, ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად არა. ამას თქვენ გარდა, ვერავინ მიხვდება.

ზოგადად კი, პროფესია ადამიანმა თავისი კარმის მიხედვით უნდა აირჩიოს. ბედისწერა კი თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, ბედიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედის შეცვლა-კორექტირებას ვერ ახერხებენ და მოწიფულ ასაკშიც განვითარების იმ დონეზე რჩებიან, როგორშიც გარდატეხის ასაკში იყვნენ.

შესაძლებელია, ერთი ადამიანის ბედი მეორეზე გადავიდეს და ცხოვრებაშიც კი გაიზიაროს. მაგალითად, როდესაც ერთი ადამიანის ბედი, რაიმე ნივთის საშუალებით მეორეზე გადადის. ამას ბედის გადალოცვა ჰქვია. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ვინმეს ნაქონ ნივთს, თუნდაც სამკაულს ან „მეორადების“ მაღაზიაში, იმ ტანსაცმელს იძენთ, რომელიც ადრე სხვას ეკუთვნოდა.

წყარო: თბილისელები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„თუ რუსთავი2-ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?“

იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ. ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორიადაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი