მიხეილ ცაგარელის 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

post

დღეს მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი, მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ეგოიზმის და აგრესიის გამოვლენას, ეჭვიანობას და სარკასტულ გამოთქმებს, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს გარშემომყოფებთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქველმოქმედებისთვის, თვითშემეცნებისა და საუკეთესო თვისებების წარმოსაჩენად, გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და სამომავლო გეგმების დასასახად, დაკარგული ნივთების მოსაძიებლად, ავტომობილის და ანტიკვარიატის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე იასპი, ოპალი, ტოპაზი, ონიქსი და ოფსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი, ტყუპები, მშვილდოსანი და მერწყული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ნიკა გვარამია სამთავრობო ცვლილებებს აფასებს

საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებები ნიკა გვარამიამ ფეისბუქში ასე შეაფასა” “აი, ისეთი თანმიმდევრული მოძალადეა ტიპი და ისე აფიშირებულად აბანძებს ერს, ისე ღიად ფეხებზე იკიდებს საზოგადოებრივ აზრს და დიამეტრალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით დასცინის, რო მგონი უკვე ამ თანმიმდევრულობაზე კაიფის დაჭერა შეიძლება. თან როგორი დიდებულად რუსული დანიშვნები: პრემიერი – რუსი, თავდაცვა წაართვა ამერიკელებისთვის მისაღებ […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი