თუ თქვენი ბავშვი ცაციაა – საინტერესო ფაქტები

post

მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ადამიანი ცაციაა. 1980 წლამდე ცაციობა ნაკლად ითვლებოდა და პედაგოგები ცდილობდნენ მოსწავლეებში ბავშვობიდანვე აღმოეფხვრათ. მაგრამ თანამედროვე მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ცაციობა არა დაღი, არამედ ბევრ შემთხვევაში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული პიროვნების ნიშანია. ასე მაგალითად ცნობილ ცაციებს შორის არიან: ლეონარდო და ვინჩი, ჩარლი ჩაპლინი, ისააკ ნიუტონი, აინშტაინი, ტესლა, მოცარტი, შოპენი, ბილ გეითსი, ჯიმი ჰენდრიქსი და ა.შ.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მემარცხენე ბავშვების შესახებ

ცაცია ბავშვები უფრო ემოციურები არიან

ემოციები ცაცია ბავშვებში იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია სიტუაციის გაცნობიერებაშიც კი შეუშალოს ხელი. სამაგიეროდ მის მეხსირებაში დარჩება იმ მოვლენის ყველაზე მცირე დეტალებიც კი, რამაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა!

ერთდროულად აინტერესებთ სპორტი და ხელოვნება

ცაცია ბავშვებს აქვთ არაჩვეულებრივი უნარი დაკავდნენ ერთდროულად რამდენიმე საქმიანობით. გარდა ამისა ისინი სწრაფად ადაპტირდებიან და შეუძლიათ მყისიერად გადაერთონ ერთი გატაცებიდან მეორეზე. წავიდნენ კრივის შემდეგ თეატრში სპექტაკლის რეპეტიციაზე – მათთვის ბუნებრივია.

განსაკუთრებით წარმატებულები არიან სპორტის ზოგიერთ სახეობაში

აი აქ კი ცაციობა შესაძლოა უპირატესობად იქცეს. ცაცია ბავშვების პოზიცია უფრო მომგებიანია სპორტის შემდეგ სახეობებში: კრივი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, ფარიკაობა და ფეხბურთი.

ცაციები ბიჭებს შორის გაცილებით მეტია

ცაციები ბიჭებს შორის უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგონებში. სტატისტიკით ცაცია მშობლებს ხშირად უჩნდებათ მემარცხენე ბავშვები, მაშინაც კი თუ ცაცია მხოლოდ ერთია – დედა ან მამა. აღსანიშნავია, რომ ცაცია ბიჭები უკეთესად იმახსოვრებენ სახეებს.

ხანდახან ვერ მეგობრობენ საკანცელარიო ნივთებთან

მაგალითად, ცაცია მარცხენა ხელით ვერ შეძლებს კომფორტულად გამოიყენოს ჩვეულებრივი მაკრატელი: დანამ შესაძლოა დაფაროს იმ ფიგურის კონტური, რომლის გაჭრასაც ბავშვი ცდილობს.

წყალქვეშ მემარჯვენეებზე უკეთ ხედავენ

აქვს კარგი მახსოვრობა და შესანიშნავი ორიენტაცია. ისინი წყალქვეშ მემარჯვენეებზე უკეთესად ხედავენ.

შეუძლიათ ორივე ხელის მარჯვედ გამოყენება

აუცილებელი არ არის იყო ამბიდექსტრი (ადამიანი, რომელიც მარჯვენა და მარცხენა კიდურებს ერთნაირი სიმარჯვით იყენებს), რომ სამუშაო ხელები შეანაცვლო. ხშირად ცაციები მარჯვენა ხელს დიდი სიმარჯვით იყენებენ – ეს ძალიან სასიამოვნო ბონუსია, რომლითაც ბუნებამ ცაცია ბავშვები დააჯილდოვა.

etaloni.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, – წერს Forbes. კერძოდ, უცნაური, ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩინელი მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა. მაგრამ, საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა, რომ ამ ზომის წყლის ქვეწარმავალი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ კი დადგინდა, რომ ვიდეო ჩინეთის მდინარეს იმ დროს ასახავს, როცა მასში […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი