დინდგელი – ბუნებრივი ანტიბიოტიკი დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლებას შეძლებდა

post

დინდგელი (პროპოლისი) ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს – ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. პროპოლისი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც.

ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა). მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის. მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.

ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით.

არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:

• სპირტიანი ნაყენი;
• წყლიანი ნაყენი;
• პროპოლისის წყალხსნარი;
• პროპოლისის მალამო;
• პროპოლისის სანთლები

.allnews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„რასთან გვაქვს საქმე ღალატთან თუ არაკვალიფიციურ ქმედებასთან?“ - გიორგი ლაღიძე

ის რაც დავით-გარეჯში ხდება ეს არის ხელისუფლების სრული უუნარობა და საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უკვე თვეზე მეტია ჩაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტერი ასევე ჩიჩხიტურთან მისასვლელი გზები და ქართველებს იქ არ უშვებენ,ასევე მათ დაიწყეს დამატებით ყაზარმების მშენებლობა დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ფერდობზე სადაც მონასტრებია განლაგებული გააკეთეს წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე ,,სამშობლო […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი