„რასთან გვაქვს საქმე ღალატთან თუ არაკვალიფიციურ ქმედებასთან?“ – გიორგი ლაღიძე

post

ის რაც დავით-გარეჯში ხდება ეს არის ხელისუფლების სრული უუნარობა და საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უკვე თვეზე მეტია ჩაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტერი ასევე ჩიჩხიტურთან მისასვლელი გზები და ქართველებს იქ არ უშვებენ,ასევე მათ დაიწყეს დამატებით ყაზარმების მშენებლობა დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ფერდობზე სადაც მონასტრებია განლაგებული გააკეთეს წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე ,,სამშობლო შენთვის სიკვდილი ჩვენთვის პატივი არისო” ფაქტიურად მათ უკვე სრული ოკუპაცია განახორციელეს,რას აკეთებს ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლება? აბსოლიტურად არაფერს,გვატყუებენ თითქოს საზღვრის დამდგენი კომისია მუშაობს და ყველაფერი სამართლიანად გადაწყდებაო, რასთან გვაქვს საქმე ღალატთან თუ არაკვალიფიციურ ქმედებასთან? ბუნებრივია ასევე საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენისას არც ერთმა არც ოცნების და არც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა არ დასვა კითხვა დავით-გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით,ფაქტი ერთია საქართველოს მოსახლეობა არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს თავის სიწმინდეებს და მიწას,ხოლო ვინც გაბედავს და ქართველი ხალხის ზურგს უკან საკუთარი გამდიდრების ან სხვა ნებისმიერი რამის ფასად ოკუპანტს გაურიგდება ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.

გიორგი ლაღიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ნინო თოლორდავა ქრონიკის წამყვანი ხდება

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც არ დადასტურდა ნინო თოლორდავას ეხება, დილიდან ვრცელდებოდა ახალი ამბავი, თითქოს ის კურიერის წამყვანი ხდებოდა, თუმცა როგორც თოლორდავა ამბობს, სექტემბრიდან ის ქრონიკას წაიყვანს და არა კურიერს. “ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს.  მეგობრებო მინდა გითხრათ, […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი