ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

post

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, – წერს Forbes. კერძოდ, უცნაური, ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩინელი მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა. მაგრამ, საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა, რომ ამ ზომის წყლის ქვეწარმავალი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ კი დადგინდა, რომ ვიდეო ჩინეთის მდინარეს იმ დროს ასახავს, როცა მასში წყალი იკლებს და შესაბამისდ, კადრში ქვები ჩანს, რაც სენსაციის მოყვარულმა მაყურებელმა წყლის უცხო ცხოველად აღიქვა.

„და ალბათ, ყალბი ინფორმაციებით სავსე ამ სამყაროში, ძნელიც კია თუ წყლის გიგანტურ გველზე არ ვქმნით ცნობას“, – წერს Forbes.

რაც შეეხება ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულს,  ინფორმაცია მის შესახებ 1933 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ცხოველის არსებობის მტკიცებულების მოპოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს. ურჩხულს სახელიც კი მოუფიქრეს – „ნესი“. ის შოტლანდიის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც ითვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„შეწყალებას აშაკარად დოლარების სუნი უდის“ – გიორგი ლაღიძე

„ფაქტია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელებისა და ძებნილების შეწყალება,  მორალისგან ძალიან შორს არის და აშკარად დოლარების სუნი უდის, რასაც კრიმინალისკენ მივყავართ, გასაგებია რომ შეწყალება პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციული უფლებაა,მაგრამ მადამ პრეზიდენტის მხრიდან ამ უფლების ბოროტად და მიკერძოებულად გამოყენება რომ ხდება ესეც ფაქტია. გამოსავალი ის კი არ არის, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლება […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი