ის რაც ცხინვალის იზოლატორში ხდება, ეს არის ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ზუსტად მაგ იზოლატორში მოკლეს წამებით არჩილ ტატუნაშვილი, ეს არის რუსეთის პირდაპირი პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება ყველა დამნაშავე პირზე ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, საერთაშორისო ძებნა უნდა გამოცხადეს, ვინაიდან ეს ვანდალური ფაქტები ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს აქტიური მუშაობა უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მივაღწიოთ მათ დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის ჩაკეტილი სივრცე სადაც უამრავი დანაშაული ხდება, ამის გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება.
გიორგი ლაღიძე