„საზოგადოება შეძლებს ამ ნაგავიდან ამოსვლას“ – დემურ გიორხელიძე

post

კიდევ ერთხელ უმთავრესზე:
ნორმალურ საზოგადოებაში ლიდერი – ეს არის:
(ა) ავტორიტეტი,
(ბ) პოლიტიკური პროფესიონალიზმი
(გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობა
(დ) პიროვნული წესიერება,
რაც არის იმის გარანტი, რომ წინასწარ ცნობილია:
“რას არ გააკეთებს ლიდერი ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი.”

დიახ, რას არ გააკეთებს – ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ
და არა იმას, რასაც გპირდება, რადგან, შეიძლებას, ობიექტურმა მიზეზებმა შეუძლებელი გახადოს დანაპირებიდან რაღაცის შეუსრულებლობა…

თუ საზოგადოებას ამის გარჩევა არ შეუძლია
(მე ვსაუბრობ საზოგადოებაზე, როგორც ხალხის ყველაზე აქტიურ და მოქმედ ნაწილზე),
მაშინ მას გონივრულ თვალსაწიერზე არანაირი შანსი არა აქვს, დაძლიოს პრობლემები…

საზოგადოებაში დასმული კითხვა:
“ვინ არის ის, ვინც ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს ქვეყანას”, –
არის ტოტალიტარული სისტემით განადგურებული, უმწეო, უუნარო და არაფრისმაქნისი ადამიანების კითხვა…

სისტემას ცვლის ალტერნატიული შეხედულებათა სისტემა, რომლის გენერატორები ლიდერები არიან და რომლის განხორციელებასაც საზოგადოების მხარდაჭერით ლიდერები ახორციელებენ…

სად არიან ეს ლიდერები?!
გონებაბნელს არ შეუძლია ამ ლიდერების იდენტიფიცირება, რადგან ისევ თვალებგადმოკარკლულ დორბლმორეულ და შლეგ ბელადს მოელის…

არაფერია, – სახადი მოსახდელია!
საზოგადოება შეძლებს ამ ნაგავიდან ამოსვლას…
აუცილებლად!

დემურ გიორხელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

სასიკვდილო დოზები

სასიკვდილო დოზები: 3 ბოთლი არაყის ერთჯერადი დალევა, 8 საათი მზის ქვეშ ყოფნა, ზედიზედ 94 ღერი სიგარეტის მოწევა, 250 გრამი მარილის შეჭმა, ზედიზედ 150 ჭიქა ყავა ესპრესო… Post Views: 320

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი