მეუფე პეტრე შიო მღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს და თბილისში მიდის

post

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მეუფე პეტრე შიო მღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს და თბილისში მიდის. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, ამჟამად კომისიას ელოდება, რომელსაც ეპარქიას გადააბარებს, რის შემდეგაც ის თბილისში გაემგზავრება.

“მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას.

როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია…  ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

რუსთავი 2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ქვეყანაში ინფლაცია ზენიტშია - რატომ ვერ ხედავს საგანგაშოს ფინანსთა მინისტრი?

მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა. ხილი, შაქარი, ბოსტნეული, ხორცი, რძის ნაწარმი – სამომხმარებლო ფასები მაღალი ტემპით იზრდება. ხილი და ყურძენი გაძვირდა 26,9%-ით, რძის პროდუქტები 16%-ით, ხორცის პროდუქტები 14,7%-ით, შაქარი 13,7%-ით, ბოსტნეული 12,4%-ით, ხოლო პური, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის რაციონში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, 11 %-ით გაძვირდა. ქვეყანაში ინფლაცია 2017 წლის შემდეგ ზენიტშია და საქსტატის მონაცემებით, თითქმის 7%-ს შეადგენს და […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი