ქვეყანაში ინფლაცია ზენიტშია – რატომ ვერ ხედავს საგანგაშოს ფინანსთა მინისტრი?

post

მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა. ხილი, შაქარი, ბოსტნეული, ხორცი, რძის ნაწარმი – სამომხმარებლო ფასები მაღალი ტემპით იზრდება. ხილი და ყურძენი გაძვირდა 26,9%-ით, რძის პროდუქტები 16%-ით, ხორცის პროდუქტები 14,7%-ით, შაქარი 13,7%-ით, ბოსტნეული 12,4%-ით, ხოლო პური, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის რაციონში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, 11 %-ით გაძვირდა. ქვეყანაში ინფლაცია 2017 წლის შემდეგ ზენიტშია და საქსტატის მონაცემებით, თითქმის 7%-ს შეადგენს და დაგეგმილ 3 %-იან მაჩვენებელს 2-ჯერ გადააჭრბა.

სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო  ფონდი. მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე გავლენას ლარის კურსის გაუფასურება ახდენს. ფონდი წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდას 7.2 %მდე ელოდება, რაც საქართველოსთვის ბოლო წლებში რეკორდული მაქსიმუმი იქნება. ლარის კურსის გაუფასურება სამომხმარებლო კალათაზე დრამატულად უკვე აისახა. ახლა შესაძლოა, საქსტატმა რეალურ ფასებთან სხვაობის დაფარვის მიზნით, საარსებო მინიმუმის დათვლა შეაჩეროს.

ამ ფონზე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ფინანსთა მინისტრი. მინისტრი ამტკიცებს, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, სიტუაციის დასტაბილურებას შეძლებენ. ლარის კურსის დევალვაციით ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებელს. ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ წლის ბოლომდე პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაძვირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას 2020 წლის გაზაფხულზე ელოდება.

ფინანსთა მინისტრისგან განსხვავებით, ფასების მატება პრობლემურია პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარისთის, რომელიც აღიარებს, რომ ფაქტობრივმა მაჩვენებელმა დაგეგმილს 2,5 -ჯერ გადააჭარბა. ხელისუფლებას არ აქვს ფასების დარეგულირების მექანიზმი – ამბობენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების განცხადებით, ინფლაციის ზრდის მიზეზი მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

სასიკვდილო დოზები

სასიკვდილო დოზები: 3 ბოთლი არაყის ერთჯერადი დალევა, 8 საათი მზის ქვეშ ყოფნა, ზედიზედ 94 ღერი სიგარეტის მოწევა, 250 გრამი მარილის შეჭმა, ზედიზედ 150 ჭიქა ყავა ესპრესო… Post Views: 429

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი