ჩინეთში ალცჰაიმერის წამალი შექმნეს

post

ჩინეთის ხელისუფლებამ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. ეს ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველი ახალი წამალია, რომელიც კოგნიტური აშლილობის სამკურნალოდ არის შემუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩინეთის წამლის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადების თანახმად, ზღვის მცენარეებზე დაფუძნებული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის მკურნალობის დროს. პრეპარატს Oligomannate ჰქვია.

წამლის დამტკიცება პირობითია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია პრეპარატის გაყიდვა მისი დამატებითი კლინიკური კვლვების პარალელურად, თუმცა ხელისუფლება მკაცრად განახორციელებს წამლის მონიტორინგს.

ოქტომბრის მეორე ნახევარში ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Biogen-მა განაცხადა, რომ შექმნა პირველი მედიკამენტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას ანელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

გიორგი ლაღიძე: „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს“

Post Views: 380

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი