პარტია „მომავალი საქართველო“ – ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს.
„ხელისუფლება ხალხს დაპირდა და ვალდებულია ეს დაპირება შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი საკუთარ ძალას აჩვენებს. ჩვენი პარტია სოლიდარობას უცხადებს იმ პროტესტს რაც საზოგადოებაში გაჩნდა. ხელისუფლება ვალდებულია საკუთარი ხალხის არჩევანს პატივი სცეს“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.