უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

post

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი.

მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტენსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

პაატა ზაქარეიშვილი: რთული სათქმელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნავალნი მოკლეს

რთული სათქმელია, მაგრამ დიდი ალბათობით, ნავალნი მოკლეს – ასე გამოეხმაურა NEWSHUB.GE-თან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. ზაქარეიშვილის შეფასებით,  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველა გზა და მცდელობა მიდიოდა იმისკენ, რომ  ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნი გაენადგურებინა. რადგან მას ნავალნის ციხეშიც კი ეშინოდა. „უბედურებაა […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი