პაატა ზაქარეიშვილი: რთული სათქმელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნავალნი მოკლეს

post

რთული სათქმელია, მაგრამ დიდი ალბათობით, ნავალნი მოკლეს – ასე გამოეხმაურა NEWSHUB.GE-თან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

ზაქარეიშვილის შეფასებით,  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველა გზა და მცდელობა მიდიოდა იმისკენ, რომ  ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნი გაენადგურებინა. რადგან მას ნავალნის ციხეშიც კი ეშინოდა.

„უბედურებაა და აშკარად ჩანდა, რომ აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. ეს გადასახლება-გადმოსახლება, ვერ მოითმინა პუტინმა მაინც, ვერ აიტანა, მისი ციხეშიც ეშინოდა. ამ წუთში ძნელი სათქმელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოკლეს. ეს არის რუსეთის ფედერაციის საშინელი სახე. ასეთი უტიფარი, ცინიკური პოლიტიკა, რაც პუტინს აქვს, არ ვიცი 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ახსნადი იყოს, იმდენად ამორალურია“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ინფორმაციისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა.

„სეირნობის შემდეგ პატიმარმა ალექსეი ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, ადგილზე ექიმები მივიდნენ, მაგრამ ნავალნის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ელისაშვილი: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ამგვარად ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვონ და 1-ელ მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცენ. „არ ვიცი, ვინ აჯერებს სააკაშვილს, რომ მისი შეწყალება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. ვინც ამაში არწმუნებს, ის არის მისი მტერი იმიტომ, […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი