ელისაშვილი: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია

post

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ამგვარად ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვონ და 1-ელ მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცენ.

„არ ვიცი, ვინ აჯერებს სააკაშვილს, რომ მისი შეწყალება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. ვინც ამაში არწმუნებს, ის არის მისი მტერი იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს სააკაშვილს. შეწყალება მარტო დამდგარ განაჩენზე ხდება. სააკაშვილს აქვს ერთი დამდგარი განაჩენი და ორი მიმდინარე ბრალი, რომლებზეც განაჩენი არ დამდგარა. შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, გამოვა თუ არა ოთახიდან, იქვე მოკიდებენ ხელს და შეაბრუნებენ ახალი განაჩენის დადგომამდე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ცაგარეიშვილი გვარამიაზე - კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ

„გვარამიას უნდა რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო. […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი