ცაგარეიშვილი გვარამიაზე – კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ

post

„გვარამიას უნდა რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, სასამართლოს არარსებობამ და ა.შ. წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და მისგან შექმნა მონსტრი, მათ შორის ადეიშვილის ხელის ბიჭი.

„გვარამიას უნდა, რომ იმ კატასტროფულ წარსულს, საშინელ მოგონებებს დაუსხლტეს, დაივიწყოს, ჩატოვოს წარსულში, სადღაც სააკაშვილთან მიაგდოს ფეხებთან, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ შეუძლია ბოლომდე გააკეთოს. ის, რაც მან თქვა, რომ ჩაკეტილი იყო პოლიტიკური წრე, გაუქმებული იყო პარლამენტი, აღარ არსებობდა მედია, არ არსებობდა სასამართლო, სწორედ ამან დაბადა გირგვლიანი, ციხეებში პატიმრების უმაგალითო წამება, ამ ყველაფერმა ამოტყორცნა მათ შორის უსახელო გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერად და სხვები. ამ უბედურებამ – პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ დაპყრობამ, იქ ადამიანების მოროდიორობამ წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და შექმნა მონსტრი მისგან, მათ შორის ხელის ბიჭი ადეიშვილის. თან გაურბის წარსულს, მაგრამ ეს წარსული მას ფეხებზე აქვს ხუნდებივით მოდებული და იმ უბედურებაში, ჯოჯოხეთში ითრევს. უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

სუბარი: გვარამია სააკაშვილის ხელისუფლებაში თავად ადგენდა ბოროტ სქემებს და რეჟიმის მთავარ დამნაშავედ დარჩება

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, „შუაშისტური“ ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი