ლადო პაპავა „ლელოს“ 1000 ლარიან საპენსიო დაპირებაზე – რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, ნებისმიერი დაპირება პენსიების ზრდის არის შეუსრულებელი

post

„ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით, არა იმდენად რუსეთი დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო: იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა,“ – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ლელოს“ იმ დაპირებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.

როგორც პაპავამ განმარტა, ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია.

მისივე თქმით, სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა შეუქმნას საქართველომ საკუთარ თავს პრობლემა.

„თუ იქნება 10 პროცენტიანი ვარდნა, ჩვენ გვექნება ბიუჯეტის კლება, ანუ ნებისმიერი დაპირება, პენსიების თუ სხვა გასაცემლების ზრდის, სანქციების დაწესების პირობებში, არის შეუსრულებელი. სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონვე უვლიან გვერდს სანქციებს, თვითონ არღვევენ სანქციებს და რუსეთში აგრძელებენ ბიზნესს თავიანთი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ, ჩვენს საზიანოდ რატომ უნდა ვიმოქმედოთ?“ – აღნიშნა ლადო პაპავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

კახა კალაძე: ტყუილია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ გლდანის რაიონში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა უკანონოდ ცნო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის მესამე მიკრორაიონის მიმდებარედ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მშენებლობა უკანონოდ არ უცნია, არამედ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება. „ტყუილია ეს ფაქტი და ვინც ეს განაცხადა, რეალობას აცდენილია. მე როგორც […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი