უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო

post

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.

„ავიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, – ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში.

ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს.

„ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება - ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით

„ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება – ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინ, პარლამენტში გამართულ რიგით მეორე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გუშინდელმა შეხვედრამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას ევროკავშირი არ […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი