პრეზიდენტი – საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს და ამის გასაღები ოქტომბერში სათანადო არჩევნების ჩატარება, პროევროპული ხელისუფლების ფორმირება და ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იქნება

post

საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო წინ არიან და ამის გასაღები ოქტომბერში სათანადო არჩევნების ჩატარება, პროევროპული ხელისუფლების ფორმირება და ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „საქართველოსთვის ალტერნატიული პერსპექტივა არ არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს ხელისუფლება და ამ დროისთვის, ისინი ამას მიჰყვებიან“.

„ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამაც მოსახლეობასა და ევროპული გზის მხარდაჭერას ახალი მუხტი მისცა. ერთი წლის წინ პირველმა უარმა საქართველოს მოსახლეობა ცოტათი გაურკვეველ და შესაძლოა, დაუცველ მდგომარეობაშიც კი დატოვა.

მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპული რიტორიკის ირგვლივ ხელახლა გაერთიანება დაიწყო, რაც წინა თვეებში არ მომხდარა. ახლა, ძალიან ცხადია, რომ 2024 წელი 2023 წელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და უფრო მეტად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდება, ვიდრე აქამდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

რა ვითარებაა გზებზე?

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. Post Views: 46

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი