ილია დარჩიაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელიდან იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს

post

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. ორი მთავარი განზომილება იქნება ამ ვიზიტის პირობებში. ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ასევე პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიუსელიდან იწყებს საგარეო ვიზიტებს ახალი პრემიერ-მინისტრი.

„პირველად ხდება, როდესაც ქვეყანა, რომელსაც აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, სწორედ ამ ფორმატში აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ის სწორედ ბრიუსელში ჩამობრძანდა ასოცირების საბჭოს ჩასატარებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასევე, გვექნება ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ჩვენი მეორე მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, შესაბამისად, ესეც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის, შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს კომისიას. ვფიქრობ, ზოგადად, ამ პირველი ვიზიტით ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყება. ახალი იმპულსი შემოვა ჩვენი საგარეო პრიორიტეტების გაძლიერების და აქსელერაციის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი დაიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის მნიშვნელოვან ვიზიტს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი