ნათია თურნავას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში მოუსმენენ

post

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. განსახილველი საკითხი საპენსიო სესხები, კერძოდ, ვადები და საპროცენტო განაკვეთებია.

ცნობისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავასა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

შსს-მ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 270 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, დაკავებულები არიან საქართველოს, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა. ჩხრეკისას კი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს, მათ შორის, […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი