პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება

post

[სალომე ზურაბიშვილთან] დაახლოებით, ერთი საათი ვისაუბრეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან ერთი ამ საათის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე და არა პოლიტიკური პარტიების ტაქტიკურ ცვლილებებზე, თუ მოვლენებზე, რაც პარტიების გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პრეზიდენტს საინტერესო ხედვები აქვს.

„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურია, ევალება და აქვს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეები, თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობის რწმენა გააძლიეროს. საქართველოში ხელისუფლების წყარო კვლავ უნდა გახდეს ხალხი, დასაყრდენი ხალხი უნდა იყოს, პრეზიდენტს ამის ბერკეტები აქვს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, რა შეიძლება გაკეთდეს დღეიდან არჩევნებამდე იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს, რადგან ევროპული ინტეგრაცია თავისუფალ საქართველოს ნიშნავს. ამ საკითხში ურთიერთგაგება გვაქვს და თანამშრომლობა იქნება. პრეზიდენტს აქვს საინტერესო ხედვა, მან ამაზე ნაწილობრივ პარლამენტში ყოფნისას ისაუბრა – გარკვეული პლატფორმის შექმნაზე, დეტალებზე თავად ისაუბრებს, როცა ჩამოყალიბდება ამ ყველაფერზე, მაგრამ ის, რაც მოვისმინე, საკმაოდ საინტერესოა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ - გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს

აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა კონკურენტზე, ნიკი ჰეილზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო. „ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში ჩავხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვეტყვით მას: „გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს“,- განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს. დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი