ვოლოდიმირ ზელენსკი – აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი, ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, მაგრამ ვერ სწვდებოდე

post

აშშ-ის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დასავლური წარმოების იარაღის რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვა მისცენ, უკრაინას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაძლიოს მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით.

„შეერთებულ შტატებს მეტად უნდა სჯეროდეს ჩვენი“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-სგან მწვანე შუქის გარეშე სხვა მოკავშირეებმაც, შესაძლოა, უკრაინას არ მისცენ უფლება მათ მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს.

„გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ. ძალის გარდა არაფერი ესმით. ჩვენ არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს [დასავლური] იარაღი და ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, რომლებიც გვხოცავენ რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, ზოგჯერ ისინი უბრალოდ იცინიან ამ სიტუაციაზე. ეს ჰგავს სანადიროდ წასვლას. ხალხზე ნადირობას. მათ ესმით, რომ ჩვენ მათ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვწვდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი