„ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება“ – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟლიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა. ჟორჟოლიანის თქმით, ახალი არხის მაყურებელს უამრავი საინტერესო გადაცემა ელის წინ.
„ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება, ძალიან საინტერესო პროგრამირება იქნება, უცხო და განსხვავებული, რაც მანამდე არ ყოფილა. ყვითელ გადაცემებზე უარის თქმის მიზეზი მთლიანად მესმის.
ჩემი გადაცემაც ფორმატს შეიცვლის და იქნება სოციალური თოქ–შოუ თავისი დარბაზით. ძალიან განსხვავებული. რაც მთავარია ჩემი გადაცემა ჩანაწერი აღარ იქნება და ყოველთვის პირდაპირ ეთერში გავა. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პულსზე ხელი გვედოს და უფრო დავხვეწოთ. ჩანაწერი კარგავს ჩემს ენერგეტიკას და სტუმარს უკარგავს განცდას, რომ ყველაფერი გავა ეთერში, რასაც იტყვის. ამას გარდა დებატებისთვის აუცილებელია ლაივ-რეჟიმი.“ – აღნიშნავს ნანუკა ჟორჟორლიანი.