„ეგრეა! რაც დავწერე ამ სამი დღის წინ კომედი ჯგუფზე და ქიბარ ხალვაშზე, ისე ხდება ყველაფერი ზუსტად – დამიდასტურეს ამ დილით სანდო წყაროებმა! ვანო ჯავახიშვილი და ჯგუფის ნაწილი მიდის ნიკა გვარამიას ტელევიზიაში… ალეკო მალხაზიშვილმა კი, როგორც ახასიათებს ხოლმე, გახლიჩა ჯგუფი და შეეტენა ქიბარს – როგორც ამას ვწინასწარმეტყველებდი კიდეც… მასთან ერთად „რუსთავი 2“-ზე რჩებიან ასევე ყველაზე შენძრეული ტიპები ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე! – ტიპები, რომლებიც ბაჩო ახალაიას ნაჩუქარი იარაღებით მარიაჟბდნენ… ხოლო ნიკა არაბიძე 2012 წელს თერჯოლაში იარაღგარჭობილი დარბოდა და იმუქრებოდა – ვინც ხმას “ნაციონალებს” არ მისცემს, ჩემი ხელით დავუხვრეტ კოჭებსო! რატომ ტოვებს ასეთ ტიპებს არხზე ქიბარი? ვერ გეტყვით… ეს ბოდიში და გოიმობაა?
ანუ, ქიბარ ხალვაშს ჰგონია, რომ თუკი “დააპაშოლებს” მთელ “კომედი ჯგუფს”, ვეღარ იპოვის სხვა ისეთ ადამიანებს, ვინც იუმორისტულ შოუებს გაცილებით უკეთ გაუკეთებენ? ამ ყვ .. რი ს მფხანელი უსაქმური ღლაბუცის მეტი რომ არაფერი შეუძლია ეგეთი ალეკო მალხაზიშვილის დატოვება არხზე – თქვენი აზრით როგორი საქციელია ბატონი ქიბარ ხალვაშის მხრიდან? არ დამიწყოთ ახლა “სისტემის მსხვერპლები” და “სწორ გზაზე დაყენებები” და ეგეთი “რიჟა” ბაზარი რა… და ის კიდევ – “შეუქმნის პირობებს რომ თავად დატოვონ არხი” – და მსგავსი შტერობები! ვერ გავიგე რატომ უნდა უკეთო რევერანსები ვიღაც შიბაქ მალხაზიშვილს? “პაშოლ ნ… უ ი” და მორჩა რა!
ვანო ჯავახიშვილი და ვასო ფხაკაძე უფრო “კაცები” გამოდგნენ! ქიბარი კი ყველაზე გამორჩეულ პროჭებს იტოვებს და პირდაპირ გეუბნებით, ამ არასწორი საქციელის შედეგს ძალიან მალე ნახავთ ბატონო ქიბარ! რაც შეეხება ინფორმაციის ნამდვილობას – გეტყვით, რომ ალეკო მალხაზიშვილი და ვახო ბიჭიკაშვილი უკვე ურეკავენ სხვადასხვა ადამიანებს სწორედ ქიბარ ხალვაშის “რუსთავი2”-ის სახელით და სთავაზობენ არხიდან წასული სხვა “იუმორისტების” ადგილის დაკავებას! ანუ ინფორმაცია ასპროცენტიანია! უბრალოდ ძალიან ტეხავს, ბატონო ქიბარ! ძალიან!” – წერს ბაკურ სვანიძე.