„როგორც იქნა გამოირთო რუსთავი 2 და ხომ ატყობთ რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში“

post

„როგორც იქნა გამოირთო რუსთავი 2 და ხომ ატყობთ რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში. აღარავინ ტეხს განგაშს, რომ კორუფციაა და სიღარიბე, აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს.

აგერ, ია კერზაიას სიცოცხლის მოსპობაში ბრალეული მხარე ვერ იქნა აღმოჩენილი და საქმე დახურეს. სამაგიეროდ, მამუკა ხაზარაძეს პასუხს აგებინებენ მამუკა ხაზარაძისვე დაზარალებაში, სხვა დაზარალებული ან მომჩივანი ვერ იპოვნეს. უსახლკაროდ მიტოვებული ოჯახებისთვის ფონდ “იავნანას” მიერ ნაჩუქარ სახლებს რემონტი დაუწუნეს და ორი წელია მათ პურის ფულითაც კი აღარავინ დახმარებია.

პროკურატურამ ეძება ფონდში და მხოლოდ დახმარებული და სარგებელ მიღებული ხალხი აღმოაჩინა, მაგრამ მავნებლურად საქმეს მაინც არ ხურავენ, ბოლომდე უნდათ “იავნანა” მოსპონ…და ალბათ, რა მშვენიერი იქნებოდა ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების შრიალში დღეების გატარება ინგა გრიგოლია და ტვ პირველიც რომ არ დაურღვევდნენ მყუდროებას ახალი სატელევიზიო სეზონიდან.

ისე ძალიან უნდა მას აგვისტოში გააჩუმოს და მოათავოს ყველაფერი, რომ მისი მონები ბატონის სურვილების შესასრულებლად ყველაფერზე ხელს აწერენ, ყველა საქციელზე მზად არიან და შემდეგ უტიფარ გამართლებასაც მარტივად კადრულობენ. რაც მთავარია, სიჩუმეა… სიჩუმეა და აღარავინ წუხდება. ვაი, ჩემო საქართველო“.

პაატა ბურჭულაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

საინტერესო ფაქტები - იცით თუ არა რომ..

.თუ ყვითელ კანარის ჩიტს წითელი პილპილით გამოვკვებავთ, ბუმბულები ღაჟღაჟა ნარინჯისფერი გაუხდება. .ოქრო იმდენად იშვიათი მეტალია, რომ ერთ საათში მოპოვებული რკინა უფრო მეტია, ვიდრე კაცობრიობის მიერ მოპოვებული ოქრო მთლიანად. .სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისას ადამიანის თმა 725 კილომეტრის სიგრძის იზრდება. .პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთებიან. .ფენ-შუი თავიდან ნიშნავდა საფლავების მორთვის ხელოვნებას. .დაცემინებისას ყველა ორგანოს […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი