პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა

post

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.

ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

პარტიებს მოვუწოდეთ, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს

ამ საკითხთან დაკავშირებით [ლგბტ პროპაგანდა] ოპოზიციური პარტიები უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს – ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და დონორს შორის. ელოდებიან მითითებებს და როდესაც ექნებათ, ნახავთ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა. ექნებათ ერთნაირი არგუმენტები, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი