ნიკა გვარამიას ამბიციის ხარისხი იმდენად დიდი და განუზომელია, რომ ჩემი შეფასება შეიძლება ვერ შესწვდეს

post

ორი შეწყალებული, თუ საწყალი, არ ვიცი, სალომესგან [ზურაბიშვილი] გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკურ გაერთიანებაზე.

რაც შეეხება უშუალოდ ნიკა გვარამიას, მამუკა მდინარაძემ გვარამიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ირონიით უპასუხა.

„ნიკა გვარამიას ამბიციის ხარისხი იმდენად დიდი და განუზომელია, რომ ჩემი შეფასება შეიძლება ვერ შესწვდეს ამ ხარისხს და ამიტომ, თავს შევიკავებ. ის ხომ იმხელა პოლიტიკოსია, ამხელა ბექგრაუნდით, ისეთი სუფთა წარსულით, რომ მისი ამბიციები შესატყვისობაშია ამ ყველაფერთან, როგორც ჩანს, მას უნდა ჰქონდეს ამბიცია. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,სუფთა წარსულიც, სუფთა ბექგრაუნდიც და მას უნდა ჰქონდეს ამბიციები, როგორც ჩანს. ამას მე ნახევრად ხუმრობით და ირონიით იმიტომ ვამბობ, რომ აქედან ყველაფერი ნათელი ხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

პირველ რიგში, ამ მართლაც ისტორიულ თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ

მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ; მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი. […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი