დღის ჰოროსკოპი

post

ვერძი – თუ სამუშაო რუტინული, ცხოვრება კი მოსაწყენი გეჩვენებათ, თავად უნდა გააქტიურდეთ სიტუაციის გამოსასწორებლად. თქვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს.

კურო – გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ადრე გამოგიწოდათ დახმარების ხელი. დღეს შეიძლება ზოგიერთ ადამიანზე მშობელივით მოგიწიოთ ზრუნვამ.

ტყუპი – საქმეების უკეთ მოსაგვარებად გვერდით ერთგული და საიმედო პარნიორი უნდა გყავდეთ. თუ შორ მანძილზე გადაწყვიტეთ მგზავარობას/მოგზაურობას, მეგზურიც იდეალური უნდა შეარჩიოთ.

კირჩხიბი – შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც გსურთ. ზოგჯერ დათმობაზეც უნდა წახვიდეთ და ახლობელი ადამიანების მოთხოვნებიც გაითვალისწინოთ.

ლომი – კარგი დღე გელით, მაგრამ თავად ხართ მკაცრი და მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ. რთულ მომენტებში მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

ქალწული – ზოგჯერ უნდა შეისვენოთ, გადახედოთ სიტაციას, მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება. საღამო მხიარულად, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი – მოერიდეთ უფროსთან დაპირისპირებას, მისთვის ყველა საიდუმლოს გამხელას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან.

მორიელი – დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. არ არსებობს საქმე, რომელსაც თქვენ გაართმევთ თავს. ზოგჯერ რთული ადამიანებიც შეგხვდებათ გზაზე და მათაც უნდა გაუგოთ.

მშვილდოსანი – ნუ ხართ ემოციური, მშვიდად მოისმინეთ ის, რასაც გეუბნებიან. სხვათა შორის, უცხო ადამიანისგანაც უნდა მიიღოთ რჩევა.

თხის რქა – გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. სასურველია, დღეს და ხვალ დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე, რათა უქმეებზე დაისვენოთ და ორშაბათიდან ახალი საქმეების დაიწყოთ.

მერწყული – საკუთარ თავს უარს ნურაფერზე ეტყვით და ეცადეთ, გაინებივროთ კიდეც თავი. განსაკუთრებით, თუ შვებულებაში ხართ.

თევზები – გარშემო მყოფებს საკუთარ უნიკალურობაში დაარწმუნებთ. სხვების დასახმარებლად მუდამ მზად ხართ, მაგრამ ეცადეთ, საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი.
მასალის გამოყენების პირობები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„საგუშაგო მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს“

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ხაშურის რაიონში, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას ტყეში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის ფაქტს. ვფიქრობ, ეს არის მისასალმებელი და სწორი ნაბიჯი. რაც შეეხება ე.წ. ოსური მხარის პოზიციას, ის აშკარად პროვოკაციებს შეიცავს და მიმართულია სიტუაციის ესკალაციისაკენ. საგუშაგო მდებარეობს […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი