ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება

post

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყველაზე მასიურ საჰაერო დაბომბვას მოჰყვა.

„ამერიკელ ერს შეუძლია იამაყოს სიცოცხლეებით, რომელთა გადარჩენაში დახმარება შევძელით, და მხარდაჭერით, რომელიც უკრაინას გავუწიეთ, რომელიც საკუთარ ერს, საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს. მაგრამ თუ კონგრესი ახალ წელს სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, ჩვენ ვერ შევძლებთ იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო სისტემების გაგზავნას, რომლებიც უკრაინას საკუთარი ერის დასაცავად სჭირდება. კონგრესმა ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და შემდგომი დაყოვნებების გარეშე იმოქმედოს”, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

დღეს მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი, მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ეგოიზმის და აგრესიის გამოვლენას, ეჭვიანობას და სარკასტულ გამოთქმებს, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს გარშემომყოფებთან. პოზიტიური და ნეგატიური დღე – […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი