საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

post

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი