შსს-მ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 270 პირი დააკავა

post

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, დაკავებულები არიან საქართველოს, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა. ჩხრეკისას კი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს, მათ შორის, კანფეტების შეფუთვებში.

„დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული, ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული ნარკოსაშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებული არიან ე.წ. “დამდებები”, რომლებიც ლოკაციებზე დადების მეთოდით, ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის ასევე არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები“,  ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს და პროკურატურა ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ნარკოდანაშუალში ეჭვმიტანილი პირების გამოსავლენად და დასაკავებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი