„წლების განმავლობაში ვაკვირდები ერთ რამეს“ – გოჩა მირცხულავა არჩილ გამზარდიას ეხმაურება

post

Archil Gamzardia-მ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიით საკუთარი საავტორო გადაცემა შესთავაზა რ2-ს. საკმაოდ გაბედული და გააზრებული შეთავაზებაა. მაგრამ წლების განმავლობაში ვაკვირდები ერთ რამეს – სატელევიზიო სივრცეში ჟურნალისტური სოლიდარობა სხვა რამეა ანუ არჩილ, უყურე რა ხდება… სოლიდარობა ისაა, შოუში რომ მიგიწვევენ და თემას “განავრცობენ” – ნახეთ როგორ მოექცა დამქირავებელი ან ხელისუფლება ჟურნალისტსო. იშვიათად მინახავს, რომელიმე მაუწყებელს ეთქვას რეიტინგული ჟურნალისტისთვის – მოდით თქვენი გადაცემით ჩვენთანო. მთელი სატელევიზიო თანამეგობრობა “დასტიროდა” რომან ქევხიშვილი,, ეკა მიშველაძეს, სხვებს, მაგრამ არავინ “ჩაიჩოჩა”… ვანიჩკა პავლიაშვილის და არჩილს გამზადებული საავტორო გადაცემები ქონდათ, მაგრამ არავის გაუჩნდა აზრი, ჩვენთან მოვიდნენო. პირიქით – არც უნდოდათ ვგონებ ბევრი მიზეზის გამო და მე კი ვიცი ეს მიზეზები. ტვ პირველი რომ არ შექმნილიყო არც ინგა გრიგოლია მიიწვევდა ვინმე ეთერში. ნუ, რას ვიზამთ, ასეა ცხოვრება და “ტვ პოლიტიკა”..

გოჩა მირცხულავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ბედის გადალოცვა - ფრთხილად იყავით

ბუნებაში და, მით უმეტეს, ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა დიდი ხნით ადრე ასტრალში მზადდება და განსაზღვრულ დროს ხორციელდება. სწორედ, ამას უწოდებენ ბედისწერას. ცნობისმოყვარეობა ადამიანური თვისებაა. ყველას აინტერესებს, რას უქადის ცხოვრება მომავალში, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ფულიანი თუ უფულო და ასე შემდეგ. ხშირად გსმენიათ, ალბათ, რომ ადამიანის ბედი წინასწარ […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი