აშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას.
„მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი ქვეყნის და ვითომ სახელმწიფოს მმართველობის, მაგრამ რეალურად საქართველოს წინააღმდეგ ისაუბრებს, იმოქმედებს, მხოლოდ იმისათვის, რომ როგორმე ამ პოზიციამ აქ, შიგნით, საქართველოში მოიპოვოს რაღაც უპირატესობა, რაც უპერსპექტივოა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პიროვნებაზე მეტყველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებას და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.