საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი

post

საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წლის IV კვარტალშ იწინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით (0.4%) და 248.6 ათასი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებათა პაკეტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები 90 ხმას ვერ მიიღებენ, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი