დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ

post

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

ცვლილებათა პაკეტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები 90 ხმას ვერ მიიღებენ, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერა ვერც ამ ეტაპზე იქნება უზრუნველყოფილი, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს ასარჩევად კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ ვერც მესამე კენჭისყრით აირჩევენ, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

შალვა პაპუაშვილი 22 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება

მიმდინარე სასესიო კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვა. დეპუტატები პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 22 თებერვლის სხდომაზე მოისმენენ. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. დისკუსია […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი