შალვა პაპუაშვილი 22 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება

post

მიმდინარე სასესიო კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვა.

დეპუტატები პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 22 თებერვლის სხდომაზე მოისმენენ.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

დისკუსია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები.

22 თებერვლის სხდომაზე შალვა პაპუაშვილის მოსმენის გარდა, სხვა საკითხების განხილვა დაგეგმილი არ არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს

საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 20 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. “საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი