ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს

post

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მათივე ცნობით, ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც.

„ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.

შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. აღნიშნული ინსტრუმენტი შემდგომ ეტაპზე გამოყენებული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ილია დარჩიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელიდან იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. ორი მთავარი განზომილება იქნება ამ ვიზიტის პირობებში. ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ასევე პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი