ნაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი

post

„ნაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი,“ – ასე ახასიათებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას. შეფასების საფუძველი გახდა ამ უკანასკნელის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით 2019 და 2024 წელს გაკეთებული კომენტარები.

„ეს არის „ნაცებისთვის“ დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი. სწორედ პოლიტრასტებით არის დაკომპლექტებული მათი ფერნაკლული საცისარტყელო პოლიტიკური ველი, რომელსაც საოცარი წარმოდგენა აქვს იმ საზოგადოებაზე, რომელმაც მსგავს მოვლენას “ქართველობასთან” გაიგივებული შეფასება უნდა მიანიჭოს და 26 ოქტომბერს პოლიტრასტებს მისცეს თავისი ხმა, პოლიტრასტებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობის ოცნებაში. მათი მულტიორიენტაციის მქონე ამ გაპოლიტრასტებულმა ცხოვრებისეულმა გზამ მომავალში თუ „ნაც-კამასუტრას” გამოცემას ჩაუყრის საფუძველს, საზიზღარი შინაარსის მიუხედავად, სახელმძღვანელოს სახით ალბათ აუცილებლად მისაღები იქნება პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე იმის დემონსტრაციის მიზნით – სად გადის რუბიკონი დასაშვებსა და უკადრებელს შორის,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ნათია თურნავას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში მოუსმენენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. განსახილველი საკითხი საპენსიო სესხები, კერძოდ, ვადები და საპროცენტო განაკვეთებია. ცნობისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი