დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ – გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს

post

აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა კონკურენტზე, ნიკი ჰეილზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო. „ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში ჩავხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვეტყვით მას: „გამოდი ჯო, შენ თანამდებობიდან გაგათავისუფლეს“,- განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს. დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი […]

პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება

post

[სალომე ზურაბიშვილთან] დაახლოებით, ერთი საათი ვისაუბრეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან ერთი ამ საათის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე და არა პოლიტიკური პარტიების ტაქტიკურ ცვლილებებზე, თუ მოვლენებზე, რაც პარტიების გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება

post

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. როგორც პრემიერმა ექიმებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგივე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. „რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით – ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ თუნდაც, სამუშაო […]

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

post

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 […]

შსს-მ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 270 პირი დააკავა

post

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, დაკავებულები არიან საქართველოს, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა. ჩხრეკისას კი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს, მათ შორის, […]

ნათია თურნავას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში მოუსმენენ

post

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. განსახილველი საკითხი საპენსიო სესხები, კერძოდ, ვადები და საპროცენტო განაკვეთებია. ცნობისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს […]

ნაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი

post

„ნაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი,“ – ასე ახასიათებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას. შეფასების საფუძველი გახდა ამ უკანასკნელის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით 2019 და 2024 წელს გაკეთებული კომენტარები. „ეს არის „ნაცებისთვის“ დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, […]

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი

post

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

post

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე […]

ილია დარჩიაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელიდან იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს

post

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. ორი მთავარი განზომილება იქნება ამ ვიზიტის პირობებში. ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ასევე პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, […]

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს

post

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მათივე ცნობით, ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. „ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება […]

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი

post

საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წლის IV კვარტალშ იწინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი […]

ამ ოცნებისა და მისი ხორცშესხმის ავტორად დღეს თამამად შეიძლება რუსეთის პრეზიდენტის დასახელება

post

უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული საომარი მოქმედებების მეორე წლისთავის მოახლოებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას აჯამებს და ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე ვრცლად წერს. მისი თქმით, ომის შედეგად განადგურებულია ათობით ქალაქი და სოფელი, მწყობრიდანაა გამოსული სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი, დაღუპულია ასიათასობით სამხედრო […]

რა ვითარებაა გზებზე?

post

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება – ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით

post

„ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება – ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინ, პარლამენტში გამართულ რიგით მეორე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გუშინდელმა შეხვედრამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას ევროკავშირი არ […]

უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო

post

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო. „ავიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, – ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში. ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად […]

კახა კალაძე: ტყუილია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ გლდანის რაიონში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა უკანონოდ ცნო

post

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის მესამე მიკრორაიონის მიმდებარედ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მშენებლობა უკანონოდ არ უცნია, არამედ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება. „ტყუილია ეს ფაქტი და ვინც ეს განაცხადა, რეალობას აცდენილია. მე როგორც […]

ლადო პაპავა „ლელოს“ 1000 ლარიან საპენსიო დაპირებაზე – რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, ნებისმიერი დაპირება პენსიების ზრდის არის შეუსრულებელი

post

„ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით, არა იმდენად რუსეთი დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო: იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა,“ – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ლელოს“ იმ დაპირებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს. როგორც პაპავამ განმარტა, ნებისმიერი დაპირება პენსიების […]

სუბარი: გვარამია სააკაშვილის ხელისუფლებაში თავად ადგენდა ბოროტ სქემებს და რეჟიმის მთავარ დამნაშავედ დარჩება

post

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, „შუაშისტური“ ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა […]

ცაგარეიშვილი გვარამიაზე – კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ

post

„გვარამიას უნდა რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო. […]

post.mediapress.ge

თქვენი გვერდი